|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია 6 თვეში გზების რეაბილიტაციის პირობას დებს

ქუთაისში მოსახლოება მოუწესრიგებელი გზის საფარის გამო პრეტენზიებს გამოთქვამს. ადგილობრივი მცხოვრებლების შენიშვნების ფონზე, მერია 6 თვეში პრობლემების მოგვარების პირობას დებს. თუმცა,  გზების სარებილიტაციო სამუშაოებზე 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერის დასრულების მიუხედავად, გამარჯვებული კომპანიები არ მდრომდე არ გამოუვლენია.

ქუთაისში, საფიჩხიაზე, სოლომონ მეორე ქუჩის მცხოვრებელი წლებია გზის საფარის მოწესრიგებას ამაოდ თხოვენ. ადგლიბრივების თქმით, გზის პრობლემის მოსაგვარელბლად მერიას არაერთხელ მიმართეს.

„ჩვენი მიმართვაც რათ უნდათ, ითონაც ვერ ხედავენ რომ დალეწილი არის გზები?! მაგრამ მიმართვის მერეც არავინ მოგვაქცია ყურადღება“, – ამბობს ქუთაისში მცხოვრები ნარგიზა ბუცხრიკიძე.

გზის მოწესრიგებას ქუთაისში, დავით ბერძენაძის ქუჩის მაცხოვრებლიც ითხოვენ. ისინი განმარტავენ, რომ აყრილ გზებზე მზოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე დაყარეს ხრეში. მოსახლეობის თქმით, მოუწესრეიგებლი გზის გარდა, მათ საკანალიზაციო ქსელის პრობლემაც აწუხებთ.

 „ნაწვიმარი წყალი სახლებში შემოგვდის და პირველი სართული დატბორილი არის ხოლმე. რამდენჯერმე მივედით მერიაში, მაგრამ ჩვენი ქუჩისთვის არც წინასაარჩევნო პერიოდია არასოდეს და არც არჩევნების შემდგომი პერიოდი“, – ამბობენ ბერძენაძის ქუჩის მკვიდრები.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში კი განმრტავენ, რომ მიმდინარე წელს ქალაქში შიდა კვარტალური ქუჩების გზის საფარის მოწესრიგება და ასევე, გზების ორმოული შეკეთება მაქსიმალურად მოხდება. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ქალაქში გზების მოწესრიგება ეტაპობრივად განხორციელდება. რაც შეეხება, სოლომონ მერის ქუჩის მოწესრიგებას, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალოების შემსრულებელი მალხაზ ბასილაძე ამბობს, რომ 15 ქუჩასთან ერთად, სოლომონ მეორის ქუჩაზეც საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. დასრულებულ პროექტს კი დასამტკიცებლად რეგიონალური განვითარების ფონდს წარუდგენენ. როგორც მერიაში განმარტავენ, სარეაბილიტაციო ქუჩების შერჩევა გზის საფარის დაზიანებიის  მიხედვით ხდება.

 ###

ქუთაისის მერიამ ქალაქში შიდა გზების მოსაწყობად ტენდერი 28 ქუჩაზე გამოაცხადა. ტენდერი მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსხაურმა მიმდინარე წლის თებერვალში ოთხ ლოტად ჩაატარა. შესასრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ,  4 მლნ 431 259 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა ადგილობრივმა თვითმართველობამ რეგიონალრი განვითარების ფონდიდან მიიღო.

გზების საექსპლუატაციო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს დასრულდა, თუმცა, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები ამ დრომდე გამოვლენილი არ არის.

„ვიდრე ხელშეკრულებას გავაფორმებთ, მანამდე უნდა განვიხოლოთ თითოეული კომპანიის საქმიანობა. როგორც წესი ხშირად იმას ვუფორმებდით ხელშეკრულებას, ვინც ნაკლებ თანხას ითხოვდა. მაგრამ ჩვენ ამჯერად კომპანიის გამოცდილებაც გვაინტერსებს“, – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალების შემსრულებლი, მალზახ ბასილაძე.

ქუთაისში 28 ქუჩის გზის ბეტონის საფარისა და სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სულ ოთხმა კომპანიამ მიიღო (თბილისური კომპანია MJM ჯგუფი,  „პრაიმ ბეტონი“,  შპს „გზა XX1“  და „ტობე“). მერიამ შემსრულებელი სწორემ ამ ოთხ პრეტენდენტს შორის უნდა შეარჩიოს.

ქუთაისის მერიაში განმარტევნ, რომ გამარჯვებული მიმდინარე კვირას გამოვლიდება. რომლეთანაც  ხელშეკრულების დადებითანავე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.  მერიაში ირწმუნებიან, რომ 28 ქუჩაზე გზის საფარის კეთილმწყობა მიმდინარე წლის აგვისტოსთვის იქნება დასრულებული.

ადგილობრივ თვითმმართველობიდან მიღებული ინფორმაციით,  28 ქუჩზე გზების მოწყობის შემდეგ ქალაქში არსებული ქუჩების 25 პროცენტი იქნება რეაბილიტირებული.

ქუთაისში, ჩიხებისა და შესახვევების გარდა, სულ 297 ქუჩაა. კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, აქედან, 100–ზე მეტი ქუჩა უკვე რეაბილიტირებულია. 2013 წელს ქუთაისში 57 ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია მოხდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ქალაქში გზების ორმოულ შეკეთებას, შემსრულებელი კომპანია უკვე გამოვლენილია. 953 251 ლარიან ტენდერში ერთადერთ კომპანია შპს „დაგი +“ მონაწილეობდა. აღნიშნულმა კომპანიამ  200 000 ვ მეტრ მოცულობის ორმოული გზის საფარის შესაკეთებლად, 10 579 ლარით ნაკლები თანხა მოითხოვა.

„ამ კომპნიას აქვს ორმოული გზების შეკეთების გამოცდილება, არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ,  ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას გავუფორმებთ ხელშეკრულებას და სამუშაოების განხორცილებას  მიმდინარე კვირას დაიწყებს“, – ამბობს მალხაზ ბასილაძე.

მერიაში განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე გზების ორმოული შეკეთება ოთხ ქუჩაზე (ზ. გამსახურდიას, აღმაშენებლის გამზირი, ლ.ასათიანისა და და რუსთაველის ქუჩა) მოხდება.

ქუთაისში გზების რეაბილიტაციისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიღებული თანხების გარდა, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1მლნ 975 ათასი ლარია გათვალისწინებული. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ გზების სარეაბილიტაციო დამატებით თანხებ რეგიონალური განვითარების ფონდიდან კვლავ მიიღებენ.

 „ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ქალაქს შეეტყოს მართვა და ის, რომ მთავრობა ჰყავს. ამიტომაც, გზების შესაკეებელი თანხის თხოვნით უკვე მივმართეთ მუნიციპალური განვითარების ფონდსაც, საიდანაც 1 მლნ ლარზე მეტ თანხა ველოდებით“, – განმარტავს მალხაზ ბასილაძე.

ქუთაისის მერია რეგიონალური განვითარების ფონდიდან წლის განმავლობაში ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში 30 მლნ ლარს ელოდება.


ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა