ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ selfie-ის გადაღება ფსიქიკურ აშლილობათა სიაში შეიყვანა
ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ (APA) selfie-ის გადაღება ფსიქიკურ აშლილობათა სიაში ოფიცილურად შეიყვანა. APA მიიჩნევს, რომ selfie-ის ყველაზე ხშირად ის ადამიანები იღებენ, ვისაც თავდაჯერებულობა აკლიათ.
ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ აღნიშნული მენტალური პრობლემის გამოსავლენად დონეებიც გამოყო. პირველ დონეში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც selfie-ის დღეში სამჯერ იღებენ, მაგრამ არ ათავსებენ სოციალურ ქსელებში. მეორე დონის მენტალური პრობლემები კი აქვთ ადამიანებს, რომლებიც დღეში სამჯერ იღებენ მსგავს ფოტოს და ასევე ათავსებენ სოციალურ ქსელში. მესამე დონე კი იმ ადამიანებს მოიცავს, რომელიც დღეში ექვსჯერ და მეტჯერ იღებს selfie-ის და აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში.
მომზადებულია The adobe chronicles-ს მიხედვით
წყარო: "ინფო9"
ავტორი: ნიუპრესი