ბულგარული წიწაკა ამცირებს კიბოსა და ინსულტის განვითარების რისკს
ბულგარული წიწაკა უნიკალური პროდუქტია, მასში დიდი რაოდენობით არის B6 დაB9ვიტამინები. შედეგად, წიწაკა არა მარტო ამცირებს კიბოს უჯრედების გაჩენის რისკს, არამედ 50%-ით ამცირებს ინსულტის განვითარების შესაძლებლობასაც.
ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი წიწაკა შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებსა და კარატიონიდებს, რაც ამაგრებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან. ეს ბოსტნეული განსაკუთრებით კარგია ორსულობისას, როდესაც ძვლოვან სისტემასა და თმას ყველაზე მეტად სჭირდება ელემენტებით შევსება. ბულგარული წიწაკა ძალზე სასარგებლოა მათთვის, ვინც გონებრივ შრომას ეწევა, რადგან აუმჯობესებს მეხსიერებას, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას
წიწაკაში შემავალი ყველა სასარგებლო ნივთიერება თავმოყრილია ნაყოფის ყუნწში, მის შიდა, მოთეთრო რბილობსა და თესლში, ეს კი ის ნაწილებია, რომლებსაც ჩვენ პრაქტიკულად ყოველთვის ვყრით.
ბულგარული წიწაკა თავისთავად უვნებელია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მისი მიღება უნდა შეიზღუდოს ან საერთოდ გამოირიცხოს, მაგალითად: გულის იშემიური დაავადების; ღვიძლისა პათოლოგიების და კუჭის წყლულის დროს.
წყარო: "ინფო9"
ავტორი: ნიუპრესი