|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საჭმელში არა თაგვის ექსკრემენტი, არამედ ბარდის მარცვალია აღმოჩენილი"

ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მადლიერების სახლის სასადილო გუშინ რამდენიმე საათით დაიხურა, ადგილზე აღმოჩენილი ხარვეზების გამო. სურსათის ეროვნული საააგენტოს ჯგუფმა გუშინვე განახორციელა სამუშაოები და სამზარეულო მალევე გაიხსნა.

დასავლეთ საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელის ფიქრია ჭლიკაძის განცხადებით, საკვებში არა თაგვის ექსკრემენტი, არამედ ბარდის მარცვალია აღმოჩენილი.

დღესვე ქუთაისის მადლიერების სახლში მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იმყოფებოდა რომელმაც ბენეფიციარებთან ერთად ისადილა და ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

ნინო თვალთვაძის განცხადებით, ყველა მოთხოვნა ან რაიმე სახის საყვედური, რომელიც ბენეფიციარების მხრიდან იქნება დაფიქსირებული, მყისიერი რეაგირება ექნება და არ დარჩება საკითხი, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა არ გააკონტროლებს. მისივე განცხადებით,  ადგილზე ყველა ნორმა და სტანდარტი დაცულია და მადლიერების სახლი აგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში ნებეფიციართა მომსახურეობას.

,,ჩვენთვის მთავარია,  ყველა სტანდარტი და მოთხოვნა დავიცვათ, რათა ბენეფიციარების მომსახურეობა ხარისხიანი და შესაბამისი იყოს. ადგილზე აღმოვფხვერით რამდენიმე უმნიშვნელო ხარვეზი. უკვე მივიღეთ დასკვნა, სადაც წერია, რომ საჭმელში არა თაგვის ექსკრემენტი, როგორც ეს გავრცელებულ ინფორმაციაში ფიქსირდებოდა, არამედ ბარდის მარცვალი იყო, რაც შეეხება თანამშრომლების ქცევას, ესეც მაქსიმალურად გაკონტროლდება და თუ გამოვლინდა, რომ ადგილზე დასაქმებული რომელიმე თანამშრომელი შეურაცხყოფას აყენებს ბენეფიციარებს, მასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ."-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

ავტორი: ნიუპრესი