|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სწრაფი ონლაინ სესხები უზრუნველყოფის გარეშე

    ზაფხულის მოსვლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ამიტომ დროა, თქვენს შვებულებაზე იფიქროთ. სად შეიძლება გაატაროთ დასვენების დღეები? რა თანხა დაგჭირდებათ მოგზაურობისათვი?  გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს,  გაქვთ იმის საშუალება,  რომ ნაყოფიერად დაისვენოთ? თუ მხოლოდ იმიტომ იკავებთ  თავს,  რომ შესაბამისი რესურსი არ გაგაჩნიათ შეგიძლიათ შვებულების სასიამოვნოდ გასატარებლად  გრძლვადიანი სესხები გამოიყენოთ.

თუკი ვერ გადაწყვიტეთ რომელი კომპანიის სერვისი გამოიყენოთ,  ეწვიეთ ჩვენ საიტს  და მიიღეთ კრედი 24-ის სესხები უზრუნველყოფის გარეშე. თქვენ საშუალება გაქვთ საქართველოს საბანკო ბაზარზე მოქმედი ყველა კომპანიის  პირობები გაიგოთ,  სასურველი  საპროცენტო  განაკვეთი შეარჩიოთ  და თქვენს სურვილზე მორგებული სესხი აიღოთ.

სამომხმარებლო სესხები საქართველოში ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად აპრობირებული მეთოდია, ამიტომ  მომსახურებით  უამრავი ადამიანი სარგებლობს. სესხი უზრუნველყოფის გარეშე  გაიცემა, შესაბამისად აღნიშნული კომპონენტი   სერვისს ბევრად მიმზიდველს ხდის.  მსესხებელს კრედიტის მისაღებად  არ უწევს რაიმე ნივთის დაგირავება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კრედიტორი მომხმარებლისგან სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას მოითხოვს.

სესხი უზრუნველყოფის გარეშე  3000 ლარამდე გაიცემა  და  დაფარვის  ვადა  3 თვიდან 2 წლამდე  განისაზღვრება. სერვისით სარგებლობა  საქართველოს ოცი წლის ზემოთ მყოფ  მოქალაქეებს შეუძლიათ.  (არის კომპანიები სადაც სესხი უზრუნველყოფის გარეშე 18 წლის ასაკიდან გაიცემა, თუმცა უმეტეს  მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ასაკობრივ ზღვარი აქვს დაწესებული).

მომსახურებით სარგებლობა მარტივია, საჭიროა მხოლოდ იმ ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შერჩევა, რომლის სერვისით სარგებლობაც გსურთ.  შემდგომი ეტაპი რეგისტრაციის გავლაა.  სესხი უზრუნველყოფის გარეშე დისტანციურად,  სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ  რეჟიმში შეგიძლიათ  მიიღოთ.   

რეგისტაციის გასავლელად სააპლიკაციო ფორმის შევსებაა საჭირო. მოცემულ სარეგისტრაციო  ველებში უნდა მიუთითოთ  თქვენი  სახელი  და გვარი, საცხოვრებელი  მისამართი, საბანკო რეკვიზიტები (თუ არ გაქვთ ბანკში ანგარიშის გახსნილი აუცილებლად უნდა შექმნათ,  რადგან თანხის განაღდება ხელზე არ ხდება) იმ ტელეფონის ნომერს  და ელექტრონულ  ფოსტას,  რომელსაც მუდმივად იყენებთ. მხოლოდ ამ პროცედურების  გავლის შემდეგ გექნებათ საშუალება თანხა კრედიტის სახით მიიღოთ.

ყველა ონლაინ სესხების გამცემ კომპანიას  საიტზე სესხის კალკულატორი აქვს,  სადაც შეგიძლიათ გამოითვალოთ ყოველთვიური შენატანი და ის  საპროცენტო განაკვეთი, რომლის გადახდაც ჯამში მოგიწევთ.

სესხის დამტკიცების/არ დამტკიცების  შემთხვევაში მომხმარებელს პასუხი დაახლოებით 15 წუთის  განმავლობაში  ტელეფონის ნომერზე,  SMS-ის სახით ეცნობება. იგივე დროა საჭირო თანხის  ჩასარიცხადაც.

არის გამოუვალი შემთხვევები,  როდესაც სესხის გადახდა ვერ ხერხდება. რა უნდა გააკეთოს ამ შემთვევაში მომხმარებელმა? ექსპერტები მსესხებლებს კრედიტის გადავადების სერვისით სარგებლობას ურჩევენ.  უმეტეს კომპანიაში მომსახურებით სარგებლობა ფასიანია და დამატებითი თანხის გადახდაც მოგიწევთ,  თუმცა ამით  საბანკო ისტორიის გაფუჭებისაგან თავს დაიცავთ. უნდა გახსოვდეთ, რომ შავ სიაში მოხვედრის შემთხვევაში  გარკვეული პერიოდის განმავლობაში სესხის მიღება გაგიჭირდებათ.  

ამიტომ სესხის აღებამდე უნდა განსაზღვროდ მისი  მიზნობრიობა. უნდა დაფიქრდეთ  მოახერხებთ  სამომავლოდ კრედიტი  წარმატებით დაფაროთ? შესასძლოა მოულოდნელად დამატებითი ხარჯების გაგიჩნდეთ,  ხართ მზად სასესხო ვალდებულება აიღოთ? თუკი კარგად გაქვთ დაგეგმილი თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტი  ან თუკი თქვენი ოჯახის წევრები დაგეგხმარებიან გამოუვალ მდგომარეობაში სესხად აღებული თანხა თქვენს ნაცვლად გადაიხადონ,   მაშინ  დროა   სასურველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შეარჩიოთ და სესხი უზრუნველყოფის გარეშე აიღოთ.  

 

 

ავტორი: ნიუპრესი