|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სხვა გზა არ გვაქვს, სახლში საკვები უნდა მივიტანოთ"

"მამა რამდენი მოგცა, პურს ვიყიდით" -   ქუთაისში სამი მცირეწლოვანი  მამასთან  ერთად  მოწყალებას ითხოვს.  მოწყალების პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა, დღეს პეტრე  და მისი  შვილები  ოჯახში პურს და საკვებს მიიტანენ. 

პეტრე ქვიტირში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. სამსახური ქონდა, თუმცა ახლა არაფერი გააჩნია და გადაწვიტა შვილებთან ერთად  დახმარება კეთილი ადამიანებისგან  ითხოვონ. სახლში მეუღლე და ახლად შეძენილი ჩვილი ელოდება. მათვის საკვები უნდა მიიტანონ.

"ცხოვრებამ განაპირობა ასე, რომ მე დღეს სამ შვილთან ერთად მოწყალებას ვითხოვ. ღმერთი ყოველთვის გვეხმარება და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება.  დღეს სხვა გზა არ გვაქვს, სახლში საკვები უნდა მივიტანოთ", - აღნიშნა პეტრემ "ნიუპრესთან" საუბარში.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი