|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამარ მეფეზე პირველი ფილმი გადაიღეს

პირველად საქართველოში, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონარქის, თამარ მეფის შესახებ ფილმი გადაიღეს. ფილმი "თამარი" კინორეჟისორმა ლევან ლომაშვილმა გადაიღო. ლომაშვილის თქმით, მას მერაბ კოკოჩაშვილის სახელოსნო აქვს დამთავრებული.  კინოსტუდია "ხომლი" კი, რომლის პროდუქციაც არის ახალი ფილმი, 2011 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა.

მეფე თამარზე შექმნილი ფილმის დახურული ჩვენება ცოტა ხნის წინ გაიმართა, თუმცა მას აპრილში მაყურებელი კინოთეატრებში იხილავს. 

რეჟისორის განცხადებით, გადამღები ჯგუფი საზოგადოებას დიდ მეფეზე თავის ვერსიას სთავაზობს, არანაირ პასუხისმგებლობას არ გაურბის და მზად არის ნებისმიერ დისკუსიაში ჩაერთოს, თუკი ვინმეს ფილმის ნახვის შემდეგ ამის სურვილი გაუჩნდება: "თავიდანვე ჩვენი კინოსტუდიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, ქართველ საზოგადო მოღვაწეებზე, იმ ქართველ მეფეებზე ფილმების გადაღება, ვინც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რაღაც შეცვალეს. ამიტომ იმ რესურსებითა და ფინანსებიდან გამომდინარე, რაც გაგვაჩნდა და გვაქვს, დავიწყეთ ფილმზე მუშაობა, შევჩერდით თამარ მეფეზე. მოკლედ, ეს ჩვენი კინოსტუდიის პირველი მასშტაბური ნამუშევარია, თუმცა მანამდე მცირე პროექტები გვაქვს გაკეთებული.

ფილმის გადაღება ორი წელი გრძლედებოდა და ის ორი ჟანრის, მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრების შერწყმაა.

ამ ფილმის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ შექმნილიყო სკოლებისთვის, მოსწავლეებისთვის, რადგანაც კარგი საშუალებაა, როცა თამარის ისტორიას სკოლაში გადის და იმ დროს თვალსაჩინოებისთვის ამ ფილმს აჩვენებენ. ლევან ლომაშვილის განცხადებით, კონსულტაცია ყველა წამყვან ისტორიკოსთან გაიარეს.

 

 სრულად:

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი