|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თანამედროვე ორთოპედიული საშუალებები “ახალ ხედვაში”

სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე სამედიცინო ჯგუფი 2012 წლიდან ოპერირებს. მომხმარებლებს კომპანია ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Bauerfeind-ის, FDI France-ის, Anita-ს, MORSA CYBERG-ისა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას სთავაზობს. 

  • SIGVARIS შვიცარიული კომპანიაა 150 წლიანი გამოცდილებით და იგი დაარსების დღიდან სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში გლობალური ბაზრის ლიდერია. 
  • MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, სადაც ის კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. Morsa Cyberg გლობალურ სამედიცინო ბაზარზე  მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მრავალჯერ არის აღიარებული და მომხმარებელს  200-ზე მეტ პროდუქტს სთავაზობს.
  • ANITA - გერმანული პრემიუმ ბრენდია, რომელიც აწარმოების სამედიცინო პროდუქციას: საორსულე ბანდაჟებსა და მეძუძური დედის ბიუსტჰალტერებს. პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა, გააჩნია oeko სტანდარტი.

სამედიცინო კომპანია „ახალი  ხედვა“ მომხმარებელს ორთოპედიული მიმართულებით პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. მაღაზიებში წარმოდგენილია: ორთოპედიული ფიქსატორები, სუპინატორები, წელის ქამრებისა და კორსეტები, ვარიკოზის მოვლის საშუალებები, ყავარჯნები და შშმ პირთა ეტლები და სხვ. ორთოპედიული პროდუქტები ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს მდგომარეობის შემსუბუქებასა და მკურნალობის პროცესში ეხმარება. მაგალითად, ფიქსატორები სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და თითქმის სხეულის ყველა ნაწილისთვის არსებობს. მას, ძირითადად,  სხვადასხვა დაზიანებისა და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით ნიშნავენ. სრული პროდუქციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს: akhalikhedva.ge

ავტორი: