თათია დოლიძეს მიმართ გამოხატულ აგრესიას პარლამენტის გენდერული საბჭო გმობს
თათია დოლიძეს მიმართ გამოხატულ აგრესიას პარლამენტის გენდერული საბჭო გმობს.
"საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო კატეგორიულად გმობს გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობრივ განცხადებებს.
საბჭოს შეფასებით თათია დოლიძის შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც ქალი ხდება განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი მისი საზოგადოებრივი აქტიურობისა თუ წარმატების გამო. მსგავსი უხეში ფორმები ხშირად გამოიყენება ქალის საჯარო სივრციდან განდევნის საშუალებად, რაც პრინციპულად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
საბჭო მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და ინტერესით ელოდება გამოძიების შედეგებს"-ნათქვამის საბჭოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, თათია დოლიძემ "ქართულ მარშთან" დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა, რის შემდეგაცვ ის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ობიექტი გახდა.
ავტორი: ნიუპრესი