„თავისუფალი ზონის“ წევრები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დეპუტატის შეურაცხყოფისათვის დაკავებული „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს გაათავისუფლეს. სასამართლომ ისინი სამი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა.
პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დასრულდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისის საორგანიზაციო მდივანმა კოტე რატიანმა აღნიშნა, სასამართლო პროცესები გაგრძელდება.
გათავისუფლებულები საპატიმროს დღესვე დატოვებენ.
შეგახსენებთ, "თავისუფალი ზონის" წევრები: ნიკოლოზ ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია პარლამენტთან "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერ აქციაზე დააკავეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




11:46
22:32
19:44
20:45
16:10
















