თბილისში სტინგი და კრის ბოტი იმყოფებიან
თბილისში ლეგენდარული მუსიკოსები სტინგი და კრის ბოტი იმყოფებიან. კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ბრიტანელი მომღერალი და ამერიკელი მესაყვირე ქართველი მაყურებლის წინაშე 2 საათიანი პროგრამით წარსდგნენ.
მუსიკოსებმა ჯაზის, პოპისა და როკის საინტერესო სინთეზი წარმოადგინეს. მათ თავიანთი რეპერტუარიდან შეარულეს ისეთი ჰიტები, როგორებიცაა – Desert Rose, Every breath You Take , Shape of My Heart, When I Fall In Love, Concierto de Aranjuez, The Very Thought of You.
კონცერტზე კრის ბოტიმ ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს იუბილე მიულოცა და მის საპატივცემულოდ მისი კომპოზიცია "ყვითელი ფოთლები" შეასრულა. კონცერტზე იმყოფებოდა კულტურის მინისტრი , რომელმაც “საქართველოს ბანკს” მუსიკოსების მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა.
კონცერტი დღესაც გაიმართება. ბილეთის ღირებულება 200-დან 600 ლარამდე შეადგენს.
16 გრემის მფლობელი მომღერალი თბილისსა და ბათუმს სხვადასხვა წლებში სტუმრობდა. ამერიკელი მესაყვირე კი თბილისში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა.
ავტორი: ნიუპრესი