თემურ ლანჩავას "ხელოვნების ქურუმის" წოდება მიენიჭა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მწერალ თემურ ლანჩავას მიანიჭოს "ხელოვნების ქურუმის" წოდება. აღნიშნული ჯილდო წარმოადგენს სამკერდე ნიშანს, რომელიც მწერალს მოგვიანებით გადაეცემა.
თემურ ლანჩავას გამოცემული აქვს 20 პროზაული და 10 პოეტური კრებული. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
1975 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
2001 წელს აირჩიეს ქ. ქუთაისის საპატიო მოქალაქედ.
მინიჭებული აქვს ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშავალას, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ლეონიძის, აბუსერიძე ტბელის, ოთარ მამფორიასა და მუხრან მაჭავარიანის პრემიები.
არის ქუთაისის საპატიო მოქალაქეთა საბჭოს თავმჯდომარე, საზოგადოება „ქუთაისელის“ ვიცე–პრეზიდენტი. ქ. ქუთაისის მერიასთან არსებული პატივგების კომისიისა და ჟურნალ „განთიადის“ სარედაქციო საბჭოს წევრი.
2012 წელს მიენიჭა ქართული კულტურის რაინდის წოდება. დაჯილდოებული იქნა კულტურის მინისტრის მიერ დიპლომით ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ავტორი: ირინა მაკარიძე