ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ადგილიდან ფოტოები ვრცელდება
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში კარგად ჩანს, რომ შენობის საძირკვლის ჩაყრის სამუშაოები მიმდინარეობს. ფოტოებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მუხნარის ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს.
შეგახსენებთ, ერთ წელიწადში უნივერსიტეტმა პირველი სტუდენტები უნდა მიიღოს. უკვე ცნობილია ფაკულტეტებიც, რომელზეც 2919 წელს ჩარიცხვა მოხდება. როგორც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ მურღულიამ განაცხადა, მიღება მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტებზე გამოცხადდება, იქნება ასევე "განათლების სკოლა".
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ფონდმა "ქართუმ" 2016 წელს დაიწყო. ფონდს რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, 49 წლიანი იჯარით, აღნაგობის უფლებით 83 ჰექტარი ორი მიწის ნაკვეთი და 10–ზე მეტი ამორტიზებული შენობა–ნაგებობა გადაეცა.
ავტორი: ნიუპრესი