|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეთრი ხიდი" სექტემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება"

"თეთრი ხიდი" სექტემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება"-განაცხადა კომპანია "ალმა რუს საქართველოს" წარმომადგენელმა ზურაბ ჩიკვაიძემ "ნიუპრესთან" საუბარში.

მისი განცხადებით,  სამუშაოების გაჭიანურება წვიმიანი ამინდების გამო მოხდა და სამუშაოების შესრულების მხრივ რაიმე ხარვეზები არ არსებობს.

"წვიმიანი ამინდები იყო, რამაც შეგვიშალა ხელი და შეიცვალა გეგმა-გრაფიკი.  აქ კომპანიის ბრალიც არ არის ვადის დარღვევა, ისედაც რთული სამუშოები არის შესასრულებელი. გრავირებული ლითონის ჭრა მიდის. მცირე წვიმის გამო ისევ იჟანგებოდა  და თავიდან გვიხდებოდა მუშაობა. ჩემი გათვლებით, სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება სამუშაოები და ხიდი გაიხსნება"-განაცხადა ზურაბ ჩიკვაიძემ.

მან ასევე არ მიიღო შენიშვნები ადგილზე არსებული ტექნიკის გამო. მისი განცხადებით, რეაბილიტაცია გამართული ტექნიკით მიმდინარეობს და ადგილზე არსებული ძველი კომპრესორი საერთოდ არ ჩაურთავთ.

"არასწორია, თითქოს მოძველებული ტექნიკით ვმუშაობთ. ის ძველი კომპრესორი, რომლის შესახედაობაც არ მოსწონებიათ, არის ძალიან დიდი სიმძლავრის და სამ ახალ კომპრესორს უდრის, თუმცა ამ სიმძლავრის გამო ვერ ჩავრთეთ. ზოგადად, ტექნიკის პრობლემა არ არის და არც რაიმე ხარვეზებია", -განაცხადა ზურაბ ჩიკვაიძემ, რომლის თქმითაც, გაჭიანურებული სამუშაოების გამო მერიიდან უკვე მიიღო წერილობითი შეტყობინება.

ვადების დარღვევის გამო მერია დაადანაშაულა ოპოზიციამ. საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წევრებმა მერიისგან ხიდის გახსნის ზუსტი თარიღი მოითხოვეს.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა განაცხადა, რომ კომპანიას დამატებით 2 კვირა მიეცა. 

შეგახსენებთ, "თეთრი ხიდი" რეაბილიტაცია ივნისში დაიწყო და აგვისტოში უნდა დასრულებულიყო. გაჭიანურებული სამუშაოების გამო მერიამ კომპანია დააჯარიმა. არასამთავრობო ორგანიზაციამ პროტესტის ნიშნად, ხიდი სიმბოლურად გახსნა. 

"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგვიანების გამო კომპანია 9 ათასი ლარით დაჯარიმდება

ქუთაისში "თეთრი ხიდი" პროტესტის ნიშნად სიმბოლურად გაიხსნა [VIDEO]

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი