თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე
ზაფხულის ცხელ დღეებში თიბისი კონცეპტმა და Visa-მ მომხმარებლებს თბილისის საცურაო აუზებზე განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადეს.
1, 2 და 3 აგვისტოს შერჩეულ აუზებზე სტუმრობისას, გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი, მომენტრალურად დაუბრუნდებათ.
აუზების ჩამონათვალი, სადაც შეთავაზებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი, ტრადიციულად, მრავალფეროვანია:
- ვაკის საცურაო აუზი
- ოკტოპუსი (მხოლოდ ლისის ფილიალი)
- ნეპტუნი
- რედისონის აუზი
- ქინგ დევიდის საცურაო აუზი
- Axis Towers-ის აუზი
შეთავაზეა იმოქმედებს, როგორც ერთჯერად ვიზიტებზე, ისე აბონემენტებზე. შეთავაზებაში არ შედის პერსონალური ტრენერის მომსახურება.
ვაკის აუზის შემთხვევაში, შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ საცურაო და ჯგუფური ვარჯიშების აბონემენტებზე.
Axis Towers-ში კი, შეთავაზებით მხოლოდ საცურაო აუზის აბონემენტით ისარგებლებთ.
შეთავაზება იმოქმედებს თიბისი კონცეპტის, როგორც ძველ, ისე ახალ Visa სადებეტო ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Signature და Visa Platinum.
შეთავაზებით სარგებლობისთვის, სასურველი მომსახურება უნდა შეიძინოთ ფიზიკურ სივრცეში, თიბისის POS ტერმინალზე.
ავტორი: