|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

თიბისი კონცეპტმა წელს შავი ზღვის რიგით 15-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა. თიბისი 2011 წლიდან ფესტივალის მთავარი პარტნიორია.  წლევანდელი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 12-14 აგვისტოს ბათუმის ტენისის კლუბის ტერიტორიაზე გაიმართა და სამი დღის მანძილზე 9 000 სტუმარს უმასპინძლა.

მსმენელებმა წელს მსოფლიო მუსიკის შემდეგ ვარსკვლევებს  მოუსმინეს:

  • ქენდი დალფერი და მისი ბენდი  (Candy Dulfer & Band) - 14 აგვისტო
  • ელ მაკეი & „ერს, ვინდ ენდ ფაია ექსპერიენსი“ (Al McKay´s Earth Wind & Fire Experience) - 13 აგვისტო
  • ნექსთ მუვმენთ  (The Next Movement )

ბორის ბენდ კომბინეიშენი  (Boris Band Combination)  -12 აგვისტო

კონცერტების შემდეგ, სამივე საღამოს, აბონემენტის მქონე სტუმრებს „after party“-ზე ბათუმის „Iveria Beach”-მა უმასპინძლა.

ფესტივალის დაუვიწყარი დღეები კიდევ უფრო სახალისო გახადა ჯაზ-მატარებელმა, რომელიც ბათუმის მიმართულებით 13 აგვისტოს გაემართა. ჯაზ-მატარებლის მგზავრებმა თბილისიდან ბათუმამდე საჩუქრებისა და ცოცხალი ჯაზ-მუსიკის თანხლებით იმგზავრეს.

თიბისი კონცეპტი ჯაზ-ფესტივალისთვის ყოველწლიურად საგანგებოდ ქმნის განსაკუთრებულ ვიზუალურ სტილსა და ბრენდინს და სტუმრებს ზაფხულისა და ზღვის თემაზე შექმნილ ულამაზეს საჩუქრებს სთავაზობს. წლევანდელი საჩუქრები, თიბისი კონცეპტთან კოლაბორაციით, ფუნდუკმა შექმნა.

წლევანდელ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს ისიც გამოარჩევდა, რომ პანდემიის შემდეგ ამ მასშტაბის პირველი ფესტივალი იყო, რომელიც ბათუმში ჩატარდა.

თიბისი კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერითა და მუსიკალური კულტურის განვითარების ხელშეწყობით, თიბისი ცდილობს ადამიანებს საუკეთესო გამოცდილების შეუქმნას  და მათი ცხოვრება გაამარტივოს. შავი ზღვის ჯაზ- ფესტივალის მხარდაჭერა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ავტორი: ნიუპრესი