თიბისის პროექტი - სტარტაპ დეკრეტი იწყება
უკვე მესამედ, თიბისი თანამშრომლებს უპრეცედენტო შესაძლებლობას სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ ინოვაციურ პროექტში - სტარტაპ დეკრეტი და 6 თვიანი, სრულად ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი ბიზნესიდეის განვითარებას მოახმარონ.
პროექტში მონაწილეობის მსურველი თიბისელებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. სტარტაპ დეკრეტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი ტურის შემდეგ კი, ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს სექტემბერში გამოავლენს. სტარტაპ-დეკრეტში მონაწილეობისთვის, წარდგენილი ბიზნესიდეა ტექნოლოგიური/ინოვაციური უნდა იყოს.
სტარტაპ დეკრეტის ფარგლებში, გამარჯვებული თიბისელები ბიზნესიდეის განვითარებისა და მის რეალობად ქცევისთვის, სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით ისარგებლებენ. გარდა ამისა, გამარჯვებულები ავტომატურად ჩაერთვებიან თიბისის პროგრამა „სტარტაპერში“ და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.
სტარტაპ დეკრეტი თიბისის ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქვეყანაში. პროექტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა, როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად.
[R]
ავტორი: ნიუპრესი