|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი იმერეთში ჩატარდა

წყალტუბოში „თიბისის“  ბიზნესფორუმი გაიმართა. „თიბისის“ ორგანიზებით გამართულ ფორუმს 300–მდე ბიზნესწარმომადგენელი დაესწრო. აჭარის შემდეგ მასშტაბური რეგიონალური ფორუმი იმერელი ბიზნესმენებისთის მოეწყო.

 ბიზნესფორუმის მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი ბიზნეს წარმომადგენლებისთვის საინტერესო ბიზნესსიახლეების გაცნობა და ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა. ღონისძიებაზე აუდიტორიას ბიზნესის განვითარებასა და გაფართოების საჭიროებებზე მიეწოდათ ინფორმაცია. ბიზენსკლიენტებმა მნიშვნელოვან თემებზე ინფორმაცია 9 სპიკერისგან მიიღეს. შერჩეულ თემებში იყო ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, „თიბისი“ ბანკის კორპორატიული მომსახურება რეგიონებში, თანამედროვე ტენდენციები ბიზნესში, საგადასახადო სიახლეები და მოტივაცია გაყიდვებში. აუდიტორიას ასევე ვორქშოპებზე ქონდა დასწრების და სოციალური მედიის მართვისა და სასტუმროების მენეჯმენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.

 ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა. მისი განცხადებით, ფორუმით დაინტერესება მაღალია.

„ბიზნესფორუმის მიზანი ცნობისმოყვარეობის გაღვივებაა.  ზოგადად, „თიბისი“ ბანკი ბიზნესის მხარადჭერის მხრივ  ბევრ საქმიანობას ეწევა. ერთ–ერთი ფორმატი არის ბიზნესფორუმების მოწყობა, რომელიც დასავლეთიდან დავიწყეთ და აჭარის მერე იმერეთში გავმართეთ. მოვიწვიეთ ჩვენი კლიენტები თუ პარტნიორები და მათ საინტერესო თემები გავაცანით.  ბიზნესფორუმზე მეწარეებმა პროფესიონალი სპიკერებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც მათ სხვადასხვა მიმართულებით დაეხმარება, იქნება ეს მაკროეკონომიკა, სოციალური მედია, მარკეტინგი და გაყიდვების ტექნიკა. დასწრება გვქონდა სრული და ეს მეტყველებს,  რომ გამოხმაურება და ინტერესი მაღალია“–განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

რეფორმის ფარგლებში ახალ ფინანსურ ანგარიშვალდებულებაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა სპიკერმა, „საბის“ მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ. მისი თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო როგორ გადავიდნენ ახალ სისტემაზე.

„დღეს ვისაუბრე ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე. ეს არის  ერთ–ერთი  მნიშვნელოვანი რეფორმა. ყველა ფორმის ბიზნესი უკვე  რეფორმის სრულად ამოქმედებიდან, 2019  ოქტომბრიდან ვალდებულია,  ფინანსური ანგარიშგება მოამზადოს გარკვეული სტანდარტის მიხედვით. მიმოვიხილეთ რა  სტანდარტია  და გავაცანი, რა სარგებელი მოაქვს ამ გზით ანგარიშგებას, ასევე  მიმოვიხილეთ ამ სტანდარტებზე როგორ უნდა გადავიდნენ“–განაცხადა მარიამ ქოიავამ.

ფორუმს დადებითად აფასებენ ბიზნესის წარმომადგენლები. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, სიახლეების გაცნობა და მათი გამოყენება.

„მადლობა „თიბისი“  ბანკს საინტერესო ტრენინგის ორგანიზებითვის. მნიშვნელოვანია, ის თემები,  რაც მოვისმინეთ, მათ შორის გამოვყოფდი ბიზნების  მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს ხელისშემწყობია, როგორც  ნულოვანი საწყისის კომპანიებისთვის,  ასევე მათთვის,  რომლებიც არსებობენ და სურთ განვითარება. მოვედი სიახლეების მოსასმენად,  რადგან ეს მნიშვნელოვანია განვითარებისთვის“–განაცხადა სასტუმრო „პრომეთეს“ ხელმძღავნელმა ხათუნა მაღლაკელიძემ.

„მივესალმები ასეთ წამოწყებებს. მადლობა  „თიბისი“ ბანკს, ასეთი ფორუმისთვის. მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარების კუთხით.  მნიშვნელოვანი ნაბჯები იდგმება და კომპლექსურად ასეთი შეხვედრები თუ გაიმართება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ბიზნესისთვის, რომელიც მრავლადაა ჩვენს ქალაქში“–აცხადებს  სასტუმრო „ვესტ თაუერის“ წარმომადგენელი მიხეილ ქოჩიაშვილი.

ბიზენსფორმული იმერეთის შემდეგ სხვა რეგიონში გაიმართება და ადგილობრივი ბიზნესმენები საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გაეცნობიან.

 თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმების პარტნიორია „ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ (EFSE).

 [R]

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა