|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თორნიკე ბარათაშვილი გელათის რეაბილიტაცის დროებით კომიტეტს მორიგ ტყუილში ამხელს

გელათის დროებით გადახურვაზე ისევ თოვლია - „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი გელათის რეაბილიტაცის დროებით კომიტეტს მორიგ ტყუილსა და არაეფექტურ მუშაობაში ამხელს. 
ბარათაშვილი სოციალურ ქსელში გელათის მონასტრის დროებით გადახურვაზე არსებული ვითარების ამსახველ ვიდეო კადრებს ავრცელებს.
როგორც ის მიუთითებს, ფაქტია, რომ  გელათში დამონტაჟებული გამათბობელი სისტემა ეფექტურად ვერ მუშაობს.
„კომიტეტის ტყუილი, რომ "შემათბობლები" 29-ში ჩართეს, ძალიან მარტივად, მტკიცებულებებით დავადასტურეთ.
30 რიცხვში, შუადღეს (როცა ინტენსიური ნალექი უნდა შეწყვეტილი იყო) ჩართულმა გამათბობლებმა დაგეგმილი შედეგი ვერ დადო.
თერმულმა ნაკადმა ვერ გაათბო სივრცე ისე, რომ ამ მასის თოვლი გაედნო.
ეს დღეს უკვე ფაქტია და ამაზე პასუხი მხოლოდ შეცდომის აღიარება უნდა იყოს.
20 სმ მოშველიება არგუმენტი ვერ იქნება.
პროცესში ამის რეგულირება მართვადი არ არის და თუ პროცესი ეფექტურია, თოვლი მთლიანად უნდა იყოს გაწმენდილი სახურავიდან.
კომიტეტისგან ამას ამჯერადაც არ ველით", - წერს თორნიკე ბარათაშვილი. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა