თორნიკე ბარათაშვილი ქვეყანაში მასობრივ დაჭერებს სტალინის პერიოდის რეპრესიებს ადარებს
„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მასობრივ დაჭერებს სტალინის პერიოდის 1937 წლის რეპრესიებს ადარებს,
როგორც ის აღნიშნავს, სასჯელის ზომაა მხოლოდ შეცვლილი, უცვლელია რუსული რეჟიმის დაუცხრომელი წადილი მოძებნოს და დასაჯოს ჯაშუშები, რომლებიც "უცხო ქვეყნიდან იმართებიან.
„იმ ღამით დაჭერილ ტიციანს, 10 ოქტომბერს, შინსახკომში, მაგიდაზე დადებულ ფურცელზე ხელმოწერით პაოლოს ჯაშუშობის დადასტურების შემთხვევაში სიცოცხლის ყიდვა შესთავაზეს.
რობაქიძის აგენტობაზე ადრე ჰქონდა მოწერილი მასაც, იაშვილსაც, სხვებსაც..
მკვდარი პაოლო ვერ გაწირა.
თანამზრახველად ნოსტელი გიორგი სააკაძე დაასახელა, დიფ სთეითის აგენტობა აღიარა და დაელოდა სასჯელს, რომელიც ორ თვეში აღსრულდა.
სასჯელის ფორმის ცვლილება დროის ფაქტორია, თორემ სიამოვნებით ესროდნენ ესენიც კეფაში "ქვეყნის მტრებს".
შაშურკინების მეტი რა ყრია ქოცებში..
ტერმინი -კონტრრევოლუციონერობა- უსამშობლობით არის ჩანაცვლებული.
ორი რამ არის უცვლელი:
რუსული რეჟიმის დაუცხრომელი წადილი მოძებნოს და დასაჯოს ჯაშუშები, რომლებიც "უცხო ქვეყნიდან იმართებიან"
და შიშით შეპყრობილთა დახუჭული თვალები ცხად უსამართლობაზე საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც დუმილით იხდის "მშვიდი ცხოვრების" ფასს“, - წერს თორნიკე ბარათაშვილი.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე ამ დროისთვის 45 ადამიანია დაკავებული.
ავტორი: