"ტორპედოსთან" დაკავშირებით "უეფამ" რუსეთის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ქუთაისის "ტორპედოსთან" დაკავშირებით "უეფამ" რუსეთის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ მხოლოდ იმ ინციდენტის განხილვა შეუძლიათ, რომელიც მის ეგიტით იმართება.
"იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ქმედებები შიდა ასპარეზობაში მოხდა, ყველანაირი შემდგომი დისციპლინარული ზომა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისპრუდენციას ეკისრება. უეფას მხოლოდ იმ ინციდენტების განხილვა შეუძლია, რომელიც ამ ორგანიზაციის ეგიდით იმართება"-ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისის "ტორპედო" იყო პირველი გუნდი, რომელიც მოედანზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გავიდა. შემდეგ მათ სხვა ქართული კლუბებიც შეუერთდნენ. აღნიშნულმა მოქმედებამ რუსებში პროტესტი გამოიწვია და დუმის დეპუტატმა უეფას ქართველი ფეხბურთელებისა და კლუბების დასჯა მოსთხოვა.
გუნდის გულშემატკივრები, ასევე საუბრობენ "ტორპედოს" დაშლის საფრთხეზე. მათი თქმით, საფრთხე კლუბის პრეზიდენტისგან მოდის: "ზაალ ჩაჩავას 4 თვეა ხელფასები არ დაურიგებია, ხვალ ბათუმში ბოლო თამაში იქნება ამ ფორმაციის "ტორპედოსთვის" და გუნდიც სამწუხაროდ, დაიშლება".
"ტორპედოში" არსებულ პრობლემებზე გუშინ "ნიუპრესთან" ისაუბრა გუნდის მარკეტინგის მენეჯერმა იმედა გიორგაძემ. მისი თქმით, პრობლემა მალე მოგვარდება.
"დამიჯერეთ, პრობლემა მალე მოგვარდება, ჯერ არაა დავალიანება დაფარული, მაგრამ მალე ყველაფერი კარგად იქნება. რამდენიმე ფეხბურთელი სხვაგან აგრძელებს კარიერას, გუნდი ემზადება ევროპალიგისთვის"-განაცხადა იმედა გიორგაძემ. მისი თქმით, მიდის მოლაპარაკება ჩინველ ინვესტორებთან, უკვე იყო შეხვედრები მერიასა და მთავრობაში.
"ტორპედოში' რამდენიმე თვეა სახელფასო დავალიენა არსებობს, გუნდი, შესაძლოა, დაისალოს, რადგან ფეხბურთელები ტოვენებ.
ავტორი: ნიუპრესი