სასამართლომ გადაწყვეტილება 7 მოქალაქის საქმეზე გამოაცხადა. მათგან ორი, ანი ახმეტელი და ნათია ჭავჭანიძე სამართალდამრღვევებად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა [ასკ-ის 22-ე მუხლი].
-
მოსამართლე დავით მაკარაძის გადაწყვეტილებით, 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სანდრო მეგრელიშვილს; 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა დიმიტრი ჯამბურიას; ხოლო 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ლუკა ნაგლიაშვილს;
-
მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა მიხეილ ზაქარეიშვილს; 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ნუკრი კაკულიას, გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
ცნობისთვის, ტროტუარის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა გუშინ, 22 იანვარსაც. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სიტყვერი შენიშვნით გაათავისუფლა აქტივისტი რეზი დუმბაძე.



14:08
12:18
19:09
















