ტყიბულში მეშახტეები სამსახურიდან მასობრივად გაათავისუფლეს
ტყიბულში შპს საქნახშირმა მეშახტეები სამსახურიდან მასობრივად გაათავისუფლა. მეშახტეები აცხადებენ, რომ მათი სამსახურიდან დათხოვის მიზეზი პოლიტიკური შეხედულებები გახდა.
ისინი უკან დახევას არ აპირებენ და საქნახშირის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ,
ერთ-ერთი გათავისუფლებულის, გიორგი აბულაძის განცხადებით, მას და მის ოჯახს პოლიტიკური შეხედულებების გამო ჯერ დაემუქრნენ სამსახურის დაკარგვით, ხოლო შემდეგ ეს მუქარა აუსრულეს.
„გამომიგზავნეს პიროვნებები და იყო დაშინება. შენს თავს თუ არ უფრთხილდებ,ი შენი ძამაც და რძალიც დასაქმებულია და იმათ გაუფრთხილდითო და ეს მუქარა შეასრულეს სამივეზე, ოჯახის წევრებზე. სამივეს გათავისუფლება მოხდა. ეს არის პოლიტიკური რეპრესიები, განხორციელებული ჩემს ოჯახზე", - განაცხადა ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა მეშახტემ გიორგი აბულაძემ.
აბულაძე წლების წინ შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშვდა. ის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს.
ავტორი: