|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარი გაჩნდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარი გაჩნდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით , ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ცალკეული კერებების ჩაქრობა მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი  ტყის ქვედა საფარს მოედო.

ადგილზე  ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.  

 

ფოტო: არქივი

 

ავტორი: ნიუპრესი