უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-11 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +11, +16 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე თოვლი. ღამის მინიმალური ტემპერატურა დაიკლებს -1, -6 გრადუსამდე, დღისითაც შენარჩუნდება ცივი ამინდი. (+1, +6 გრადუსი).
12 თებერვალს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს.
13–14 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.66%
გაუარესდა - 52.71%
არ შეცვლილა - 11.63%
სულ - 129 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















