უკრაინაში არავაქცინირებულ პედაგოგებს ნოემბრიდან სამსახურში არ დაუშვებენ
უკრაინაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების არავაქცინირებულ თანამშრომლებს ნოემბრიდან სამსახურში არ დაუშვებენ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.
„მასწავლებლები შედიან იმ პროფესიათა ჩამონათვალში, რომელთა წარმომადგენლები აუცილებლად აცრილები უნდა იყვნენ. თუ განათლების სფეროს მუშაკებს კოვიდ-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრამდე არ ექნებათ ჩატარებული, მათ, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში, მუშაობის უფლება შეუჩერდებათ ანაზღაურების მიღების გარეშე“,- აღნიშნა ლიაშკომ.
მისი თქმით, პედაგოგებისთვის ვაქცინაცია არა მხოლოდ მუშაობის გაგრძელების საშუალებაა, არამედ, პირველ რიგში, საქმე ეხება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და ასევე ბავშვების უსაფრთხოების დაცვას.
ავტორი: ნიუპრესი