|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინაში ქართული წარმოშობის ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა

უკრაინაში ქართული წარმოშობის  ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი, ანტონ გერაშენკო „ტელეგრამში“ ავრცელებს.

 რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია უკრაინაში, „ნაცრისფერ ზონაში“ დაბომბვისას დაიღუპა. 

 ჟვანია ზაპოროჟიეს რეგიონში, სოფელ ნოვოპოკროვკასთან, რუსი ოკუპანტების საგუშაგოსთან საარტილერიო სროლას ემსხვერპლა.  ჭურვი ავტომობილს მოხვდა, რომელშიც ყოფილი დეპუტატი იმყოფებოდა.

„უნიანის“ ცნობით, დავით ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და „როსატომის“ არაოფიციალური წარმომადგენელი იყო. დავით ჟვანია იყო უკრაინის უმაღლესი რადას IV-VII მოწვევის დეპუტატი. 2005 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე იულია ტიმოშენკოს მთავრობაში უკრაინის საგანგებო სიტუაციების მინისტრის პოსტს იკავებდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა