|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვალუტის კურსი და ფაქტორები, რომლებიც კურსის ცვლილებებს იწვევს

რა როლი აქვს ვალუტის კურსს გლობალურ ეკონომიკასა და საერთაშორისო ვაჭრობაზე, ინვესტიციებსა თუ ცალკეული ქვეყნების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე? ამ კითხვებზე პასუხი ცალსახა და მარტივია - ვალუტის კურსის როლი გადამწყვეტია.

სწორედ ამიტომ, საყურადღებოა ვალუტის კურსის დინამიკაზე თვალის მიდევნება და მუდმივი მონიტორინგი, იმის განსაზღვრა და გაანალიზება, თუ რა ფაქტორები იწვევს ვალუტის ღირებულების ცვლილებას. ეწვიე MBC-ის საიტს და თვალი ადევნე ვალუტის დღევანდელ დინამიკას.

თუ ეს თემა შენთვის აქტუალურია, განაგრძე სტატიის კითხვა, რადგან ვალუტის კურსის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გაეცნობი.

ვალუტის კურსი - მთავარი მოთამაშე გლობალურ ეკონომიკაში

რა არის ვალუტის გაცვლითი კურსი? მარტივად რომ ავხსნათ, გაცვლითი კურსი, ერთი რომელიმე ქვეყნის ვალუტის კურსის მიმართებაა ნებისმიერი მეორე ქვეყნის ვალუტის ღირებულებასთან.

საქართველოში, უმეტესად, ეროვნული ვალუტის გადაცვლა ხდება ევროში, აშშ დოლარში, ლირასა თუ რუბლში. შესაბამისად, თუ რამდენიმე ათეული ლარის ყიდვას ან გაყიდვას აპირებ, მაგალითად დოლარში, დაგჭირდება გაიგო, რამდენია მოცემული მომენტისთვის დოლარის კურსი, როგორც ყიდვის, ისე გაყიდვის შემთხვევაში.

ასევე, მაგალითის საფუძველზე, თუ აშშ დოლარსა და ევროს შორის გაცვლითი კურსი არის 1.20, ეს ნიშნავს, რომ 1 ევრო შეგიძლია გაცვალო 1.20 აშშ დოლარში.

 

ფაქტორები, რომლებიც ვალუტის გაცვლით კურსზე მოქმედებენ

ვალუტის კურსის სტაბილურობაზე იმაზე მეტი ფაქტორი ახდენს ზემოქმედებას, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს:

  1. ეკონომიკური მდგომარეობა
  2. პოლიტიკური სტაბილურობა
  3. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი
  4. ინფლაციის მაჩვენებლები
  5. ქვეყნის სავაჭრო პოტენციალი
  6. გეოპოლიტიკური ფაქტორები და სხვა

თუ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სუსტია, არ შეინიშნება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკა, პრობლემებია დასაქმების კუთხით, არ იქნება სამუშაო ადგილები და ვერ ვითარდება ადგილობრივი წარმოება - ეს ნიშნავს, რომ ვალუტის კურსიც სუსტია და შესაძლოა გაჩნდეს მისი გაუფასურების ან ინფლაციის რისკებიც.

სუსტი და არასტაბილური ეკონომიკის და პოლიტიკის  მქონე ქვეყნები ვერ ახერხებენ ინვესტორების მოზიდვას, რადგან უცხოელი ინვესტორები ეძებენ სანდო გარემოს საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.

თუ ქვეყანაში ექსპორტს იმპორტი აღემატება, ეს ნიშნავს რომ ვალუტა სუსტდება. ამის ნათელი მაგალითია საქართველო, რომლის ეკონომიკაც, უმეტესად იმპორტზეა დამოკიდებული.

ვალუტის კურსზე, ასევე, მოქმედებს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები, რასაც სერიოზული რყევების გამოწვევა შეუძლია. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში სტაბილურობა, ამ კუთხით, არ არსებობს, ვალუტის კურსები ექვემდებარება უწყვეტ რყევებს.

თუ ბიზნესის დაწყებას ან სავალუტო ფონდებთან დაკავშირებით რაიმე სახის აქტივობებს გეგმავ, აუცილებელია, გესმოდეს და სწორად აფასებდე რისკებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა