|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვალუტის კურსის ცვლილების გამომწვევი ფაქტორები

 მსოფლიო მასშტაბით ყველა ქვეყანას საკუთარი სავალუტო პოლიტიკა გააჩნია.

ვალუტის კურსს გადამწყვეტი როლი აქვს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

ვალუტის კურსის ცვლილებაზე თვალის მიდევნება მარტივია. ყოველდღიურად, MBC-ის საიტზე შეგიძლია გაიგო რა ღირს ლარი დოლართან, ევროსთან თუ სხვა ვალუტებთან მიმართებაში.

არსებობს სხვადასხვა ფაქტორები, რაც ვალუტის კურსის ცვლილებას იწვევს:

  1. ეკონომიკური ფაქტორები:

სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ვალუტის კურსი სუსტია - არსებობს გაუფასურების და ინფლაციის რისკები და პირიქით, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ვალუტა ძლიერია და გაუფასურების რისკები ფაქტობრივად არ არსებობს.

  1. საპროცენტო განაკვეთი:

საპროცენტო განაკვეთს ყველა ქვეყანაში ადგენს ეროვნული ბანკი. ეს კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს კონკრეტულ ვალუტაში დომინირებული ინვესტიციების ანაზღაურებაზე. საპროცენტო განაკვეთის ეფექტურ კოეფიციენტს შეუძლია მოიზიდოს უცხოური კაპიტალი, გაზარდოს მოთხოვნა ვალუტაზე, შესაბამისად, მისი ღირებულებაც.

  1. პოლიტიკური სტაბილურობა:

როცა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობ ინვესტორების ნდობა და ამ ქვეყნისადმი ინტერესი იზრდება. განხორციელებული ინვესტიციები ამყარებს ეროვნულ ვალუტას და დადებითად აისახება მის ღირებულებაზე.

  1. ინფლაციის კოეფიციენტი:

ძლიერ ვალუტას ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი აქვს, სუსტი ვალუტები კი ინფლაციის რისკების წინაშე ხშირად დგებიან, რაც ამცირებს ვალუტის მსყიდველუნარიანობას. ცენტრალური ბანკები ყოველთვის ცდილობენ ამ პროცესის დასტაბილურებას.

  1. სავაჭრო პოტენციალი:

ქვეყნებში, სადაც იმპორტი ექსპორტს აღემატება, ვალუტა ძლიერია. ხოლო, თუ იმპორტი უფრო მეტია ვიდრე ექსპორტი, ეს ვალუტის დასუსტებას იწვევს.

  1. ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორები

მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები გაცვლითი კურსის რყევებს იწვევს. იქიდან გამომდინარე, რომ გარემო არასტაბილურია, გაცვლითი კურსები ექვემდებარება უწყვეტ რყევებს.

დღეს საქართველოში ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს. მცურავი გაცვლითი კურსი ფიქსირებული არ არის და ყოველთვის ცვალებადია. სწორედ, ეს არის მიზეზი, რის გამოც მას მცურავს უწოდებენ.

აქედან გამომდინარე, ლარის კურსი დოლარის, ევროს და სხვა ვალუტების მიმართ ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს: თუ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება, ამ დროს დოლარის კურსი მცირდება და ლარი მყარდება, ხოლო თუ მცირდება - ლარი უფასურდება.

ამ პროცესებზე გავლენას ახდენს საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი, უცხოური ინვესტიციები და სხვა. პროცესი კი მთავრობის, ან ცენტრალური ბანკის პირდაპირი ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა