|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის 4 კანდიდატია რეგისტრირებული

ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქში შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაცია გრძელდება.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგისტრირებულია 4 კანდიდატი.

კახაბერ მჟავანაძის განცხადებით, დარეგისტრირებულია დამოუკიდებელი  კანდიდატი ვასილ კოპალიანი,  პარტია „საქართველოდან“ გიორგი ლილუაშვილი, ზურაბ ქართველიშვილი  - "ტრადიციონალიტებიდან" და გივი ჭიჭინაძე -  „ქართული ოცნებიდან“. 

რეგიტრაციის ვადა 29 მარტს სრულდება.

არსებული ინფორმაციით, არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ სახელით გიგი უგულავა მიიღებს მონაწილეობას. სავარაუდოდ, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს გაერთიანებული ოპოზიცია.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი