ვარიკოზი და მისი მკურნალობა
ვარიკოზი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ძირითადად, ქალბატონებში ვითარდება და ისეთი შეუმჩნეველი სიმპტომები ახასიათებს, როგორიც, მაგალითად, წვივებისა და ტერფების ქავილია, ამ დროს კანი ვეღარ იკვებება შესაბამისად, რის შედეგადაც კანის სიმშრალე და აქერცვლა იჩენს თავს. ეს ყოველივე კი, სისხლძარღვებში მიმდინარე პროცესებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, ვარიკოზის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს - იქნება ეს ჭარბწონიანობა, ორსულობა, მემკვიდრეობა თუ პროფესიები, რომლებიც დიდხანს დგომა/ჯდომას უკავშირდება. სრული ინფორმაცია ამ დაავადების გამომწვევი ფაქტორებისა და სიმპტომების შესახებ იხილეთ ახალი ხედვის საიტზე.
ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობის სამი ძრითადი მიმართულება არსებობს:
- მედიკამენტოზური მკურნალობა - მიმართულია დაზიანებულ კიდურებზე შეშუპებების, წვის, ტკივილის შეგრძნებისა და სხვა უსიამოვნო სიმპტომების შემცირებაზე.
- ქირურგიული მკურნალობა - ვენების ვარიკოზული დაავადების მკვეთრად გამოხატული ფორმის დროს საჭიროა ქირურგიული გზით მკურნალობა, რათა თავიდან ავიცილოთ ტროფიკული წყლულის ჩამოყალიბება და პროგრესირება.
- ვარიკოზის საწინააღმდეგო კომპრესიული წინდები - ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ამცირებს სისხლის შეგუბებასა და უზრუნველჰყოფს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას.
ვარიკოზის საწინააღმდეგო კომპრესიული წინდები კლასების მიხედვითაა დაყოფილი:
- პირველი კლასი - გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავდების მსუბუქი ფორმის დროს.
- მეორე და მესამე კლასის წინდის გამოყენება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი, ვენების მკვეთრად გამოხატული დაზიანების დროს, ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ვარიკოზული წინდების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ამ მიმართულებით უმაღლესი ხარისხის პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. “ახალი ხედვა” არის შვეიცარიული პრემიუმ ბრენდის, Sigvaris-ის, ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. Sigvaris-ს აქვს 150-წლიანი გამოცდილების ისტორია და გლობალური ბაზრის ლიდერი კომპანიაა კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში. ამ ბრენდის ვარიკოზის მოვლის საშუალებები “ახალი ხედვის” 13 მაღაზიაში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. გარდა ამისა, შეკვეთა ონლაინ,კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც შეგიძლიათ გააფორმოთ.
ავტორი: ნიუპრესი