|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Veli.store - უნიკალური ინტერნეტ მაღაზია ციფრულ ეკოსისტემაში

ბოლო წლებში ციფრული არხების გამოყენება სულ უფრო აქტუალური, ხოლო ონლაინ შოპინგი უფრო პოპულარული, საჭირო და ამავე დროს მოსახერხებელი გახდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ვაჭრობის დანერგვა ბევრმა კომპანიამ სცადა, მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს, რომ ინტერნეტ მაღაზია მომხმარებლის საჭიროებებზე ყოფილიყო მორგებული.

 

Veli.store-ის კონცეფცია მომხმარებლის ისეთ საჭიროებებს პასუხობს, როგორიცაა არჩევანის მრავალფეროვნება, სწრაფი შეკვეთისა და მიტანის სერვისი, უქმე დღეებსა და საღამოს შეკვეთის მიღების შესაძლებლობა და სხვა.

 

ინტერნეტ მაღაზია დიდ არჩევანთან ერთად, ექსკლუზიური პროდუქტების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ.

 

Veli.store აერთიანებს ტექნიკას, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს, სახლისა და ცხოველების მოვლას, ფიტნესსა და იოგას, მშობლისა და ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ ნივთებს, აგრეთვე თავის მოვლისა და სილამაზის კატეგორიას, წიგნებს, ხელოვნებას და კიდევ სხვა უამრავ ნივთს.

 

ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილ თითოეულ კატეგორიაში, განსხვავებული ნივთების რიცხვი საკმაოდ დიდია. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ, რომ სმარტ სახლი გქონდეთ, სმარტ გაჯეტები დაგჭირდებათ, რისი პოვნაც არც ისე მარტივია, ველი სთორზე კი ამ პროდუქტების ფართო არჩევანია. ველიზე შეხვდებით Mobipeet-ის საკვების დოზატორს, რომელიც თქვენს ცხოველებს ავტომატურად გამოკვებავს, Amazon Echo-ს, Google Nest-ის და სხვა ბრენდების სმარტ სპიკერებს ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორს, Xiaomi-ს სასწორს, ინდუქციურ ღუმელს, ჭკვიან აკვარიუმს, BYINTEK-ის სმარტ პროექტორს, მოძრაობისა და სინათლის ჭკვიან მოწყობილობებს, სანათებს, კამერებს, მოკლედ უამრავ სმარტ ნივთს, რომელიც თქვენი სახლის დაჭკვიანებაში დაგეხმარებათ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა