|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია 2019 წლისათვის გაზრდილ ბიუჯეტს ელოდება

ქუთაისის მერიამ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაიწყო. მერიის საფინანსო პოლიტიკის და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე განმარტავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარეზე გაცილებით მეტი იქნება.  ჯერჯერობით კონკრეტულ მონაცემებზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ გაიზარდა ტრანსფერის მოცულობა. 

"მომავალი წლის ბიუჯეტზე უკვე ვმუშაობთ. ფინანსთა სამინისტორმაც მოგვაწოდა ტრანსფერის ოდენობა და  გაზრდილია 1 755 000 ლარით.  როგორც შემოსავლების,  ასევე ხარჯვით ნაწილში ზრდას ველოდებით. გაცილებით მეტი იქნება შარშან დაგეგმილ ბიუჯეტზე,  ზუსტად რამდენია,  მუშაობის დასრულების შემდეგ ვიტყვით"-განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.

მისი თქმით, წლის საფინანსო დოკუმენტის პირვანდელ ვერსიას საკრებულოს 20 ნოემბერს წარუდგენენ. შენიშვნებისათვის  მერიას გარგვეული ვადა მიეცემა. საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი 25 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტმა თავდაპირველად 54 მილიონი შეადგინა. მიმდინარე წელს მასში 6 ცვლილება შევიდა და 66 363 600 ლარამდეა გაზრდილი. 

რაც შეეხება 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების პროგნოზებს, ამის შესახებ ვრცელ მასალას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი