„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი BMW X1 ქუთაისში მოიგეს
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი BMW X1 ქუთაისში ეკატერინე მაწკეპლაძემ და საბა ცქიფურიშვილმა მოიგეს. გათამაშება 1 ივლისს დაიწყო და 1 სექტემბრამდე „ვისოლის“ ერთგულ მომხმარებელთან ერთად ჩამსხმელ-ოპერატორსაც აქვს საშუალება მოიგოს დარჩენილი 4 ცალი BMW X1, 2024, 36 ცალი IPhone 15 Pro, 324 ცალი 1000, 200 და 100 ლარის ღირებულების საწვავის ვაუჩერი და „ვინტოს“ავტომომსახურების 20 ცალი 500 ლარიანი ვაუჩერი.
მომენტალური გათამაშების ფარგლებში მოგების შანსი აქვს როგორც ერთგულ მომხმარებელს, რომელიც „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 50 ლარის და მეტი ღირებულების ნებისმიერი ტიპის (ბენზინისა და დიზელის) საწვავს შეიძებს, ისე ოპერატორს, რომელიც იღბლიანი ტრანზაქციისას მოემსახურება მომხმარებელს. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება მომენტალურად, შემთხვევითობის პრინციპით, საწვავის შეძენისა და ლოიალობის სისტემის აპლიკაციის/ბარათის გატარებისთანავე. გამარჯვებული მომხმარებლისა და ჩამსხმელი ოპერატორის პრიზებიც იდენტურია. შესაბმისად, „ვისოლის“ გათამაშებას ყოველ ჯერზე ორი გამარჯვებული ყავს. მოგების შესახებ ინფორმაციას კი მომხმარებელი მომენტალურად მიიღებს SMS შეტყობინების სახით. საწვავის ჩამსხმელი ოპერატორიც ტრანზაქციისასვე შეიტყობს გამარჯვებას.
ავტორი: ნიუპრესი