|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წელის ტკივილის სარეაბილიტაციო პროცედურები

 წელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ის გავლენას ახდენს ყველა ასაკისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანზე. ტკივილი შეიძლება მერყეობდეს ყრუ-ქრონიკულიდან, მწვავე და უეცარ ტკივილამდერაც ართულებს მოძრაობას. წელის ტკივილის მიზეზებისტიპებისრისკ-ფაქტორებისა და მკურნალობის მეთოდის დადგენა აუცილებელია მისი სწორი მართვისა და პროფილაქტიკისათვის

 

წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები 

  წელის ტკივილი შეიძლება  გამოწვეული იყოს როგორც ძვალ-კუნთოვანი ისე სხვა სისტემის დაზიანებით. ძირითადი პრობლემები, რომლებიც გავლენას ახედენენ წელის მიდამოზე შემდეგია:

  •  კუნთების სპაზმი, მყესების დაჭიმულობა, წელის მიდამოს მალების პრობლემები. ხელშემწყობი ფაქტორია  ხანგრძლივად არასწორ პოზიციაში ჯდომაკუნთების დისბალანსი, ტრავმა, და . 
  • რადიკულიტიგამოწვეულია საჯდომი ნერვის კომპრესიით. რაც ხშირად იწვევს  ტკივილს წელის  და ფეხებში
  • თიაქარი- ხელშემწყობი ფაქტორებია ხანდაზმული ასაკი, მალთაშუა სახსრის დეგენერაციული ცვლილებები,ვარჯიშის  არასწორი ტექნიკა და .
  • სქოლიოზი- ხშირად იწვევს წელის ტკივილს.
  • სპინალური სტენოზი - გამომწვევი მიზეზებია ხანდაზმული ასაკი და  ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებები
  • მენჯის სარტყლის ტკივილიტკივილი მენჯის მიდამოში ხშირად განიცდის ირადიაციას წელის არეში. ხელშემწყობი ფაქტორებია ორსულობა, ტრავმა, ანთება და . 
  • ჭარბმა წონამ  შეიძლება ხელი შეუწყოს წელის მიდამოში კუნთოვანი სისტემის სხვადასხვა პრობლემას. ხელშემწყობი ფაქტორებია უმოძრაო ცხოვრების წესი, არასწორი კვების რეჟიმი და . 
  • თირკმლის დაავადებებითირკმლის პრობლემა ხშირად ვლინდება ტკივილით წელის არეში

 

წელის ტკივილის დროს სასარგებლო სარეაბილიტაციო პროცედურები

 წელის ტკივილის რეაბილიტაცია მოიცავს სხვადასხვა პროცედურების და ინტერვენციების კომბინაციას,რომელიც მორგებულია ტკივილის მიზეზსა და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. პროცედურების ჩატარება შესაძლებელია სარეაბილიტაციო კლინიკაში,მათგან ყველაზე გავრცელებული და ეფექტურია:

  1. ფიზიკური თერაპია, რაც მოიცავს გამაძლიერებელ, აერობულ და  მოქნილობის გასაზრდელ ვარჯიშებს.
  2. დარტყმითტალღოვანი თერაპია 
  3. სიცივისა და სითბოს თერაპია
  4. ელექტროთერაპია
  5. ულტრაბგერითი თერაპია
  6. ჰიდროთერაპია
  7. ლაზეროთერაპია
  8. მაგნიტოთერაპია

ავტორი: ნიუპრესი