"ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა"–გაფიცულმა მაღაროელებმა კარვების გაშლა დაიწყეს
გაფიცულმა მაღაროელებმა ჭიათურიის მერიის წინ კარვების გაშლა დაიწყეს. მაღაროელების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა.
„პროტესტი გრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენ აქ მოვიტანეთ კარვები და ღამესაც კარვებში გავათევთ. თუ არ შეგვისრულებენ მოთხოვნას, ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა“–აცხადებენ მაღაროელები.
ჭიათურაში მაღაროლების აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს. 15–მა მაღაროელმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. გაფიცულები ხელფასების 50%–ით ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:39
12:35
14:08
12:18
















