|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში მაღალჩინოსნების დაპირისპირება რესტორანში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება

 პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოში ჭიათურაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხვაზე მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები იმყოფებიან.

საქმე რამდენიმე დღის წინ რესტორანში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უკავშირდება, რომელშიც ჭიათურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფიგურირებენ.

"ნიუპრესის" ინფორმაციით, დაპირისპირება რესტორანში სხვა სუფრის წევრებთან მოხდა. ჩხუბი მუსიკალური ნომრის შეკვეთას მოყვა.

 ფიზიკური დაპირება 13 ივლისს რესტორანში "შუა გზა" მოხდა. ჩხუბის შედეგად დაშავებულია 2 პირი. ერთ-ერთს დაზიანება თავში ბოთლის ჩარტყმით აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 126-ე ძალადობის მუხლის არის აღძრული.

ჭიათურის მერის მხარდამჭერები მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას პროვოკაციით ხსნიან და პოლიციის უფროსს უკავშირებენ.

ავტორი: ირინა მაკარიძე