ჭიათურელი მაღაროელები მეორე დღეა ქალაქის ცენტრში აქციას მართავენ
ჭიათურელი მაღაროელები მეორე დღეა ქალაქის ცენტრში აქციას მართავენ. ისინი კუთცნილ ხელფასებს ითხოვენ.
მაღაროელების განცხადებით, საწარმოს ადმინისტრაციამ დადებული პირობა არ შეასრულა. მათი თქმით „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ, საწარმოს გაჩერების შემდეგ მათ ხელფასის 60% სამი თვის მანძილზე აუნაზღაურა, თუმცა თებერვლის კუთვნილი ხელფასი თანამშრომლებს არ ჩაერიცხათ.
აქციის მონაწილეები ჭიათურიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ გასვლას მოითხოვენ. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ, რომ მათ გადაიბარონ ე.წ. შავი ოქროს მოპოვების პროცესი და „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურა დატოვოს.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 16 ხმა