ჭიათურის ყველა უბანი 08:00 საათზე გაიხსნა
ჭიათურის #56-ე საოლქო კომისიაში არსებულ ყველა უბანი დილის 8:00 საათზე გაიხსნა. ამ დროისთვის ყველა უბანზე საარჩევნო პროცედურები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კომისიის თავმჯდომარის მამუკა სამხარაძის განცხადებით, ოლქში 58 საარჩევნო უბანი არსებობს, 43 795 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ჭიათურის ოლქი ერთ-ერთია, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სულხან მახათაძე და „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი არიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



11:18
11:17
11:11
19:33
12:47
















