|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წლიურმა ინფლაციამ 3,5% შეადგინა

წლიურმა ინფლაციამ 3,5% შეადგინა მარტის თვეში, წლიურმა ინფლაციამ 3,5% შეადგინა - ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასების საერთო დონემ 1,1%-ით მოიმატა.

„მარტში, გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი პურის 7.2%-იანი გაძვირება იყო. ამან თვის ინფლაციაზე 0.3 პროცენტიანი გავლენა იქონია. აღსანიშნავია კარტოფილის და შოკოლადის გაძვირება, რომელთა ჯამური გავლენა ინფლაციაზე 0.2 პროცენტული პუნქტი იყო. წლიურ ჭრილში, როგორც აღვნიშნეთ, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის 6.2%-იანი გაძვირება მოქმედებდა, რამაც ინფლაცია 2.0 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სურსათიდან გამოსარჩევი ზეთის, პურის და მწვანილის გაძვირება იყო (ჯამური გავლენა ინფლაციაზე 0.8 პროცენტული პუნქტი). ინფლაციის შემცირებაზე მოქმედი პროდუქტებიდან გამოსარჩევი ინტერნეტის (-0.4 პპ) და ვაშლის (-0.1 პპ) გაიაფებაა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ავტორი: