წვიმა და ქარი–მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში
სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია ქარი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 17-18 აპრილს ჰაერის ტემერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელოა საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
დასავლეთ საქართველოში 16 აპრილს ჰაერი +9, +17 გრადუსამდე გათბება, 17 -18 აპრილს +7, +11 გრადუსია მოსალოდნელი, 19 აპრილს კი გამოიდარებს.
თბილისში 16 აპრილს, დღის პირველ ნახევარში უმეტესად ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +10, +21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
17-19 აპრილს უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +6, +11 გრადუსამდე დაიკლებს.
ავტორი: ნიუპრესი



14:39
12:35
14:08
















