წყალტუბოში მცხოვრები დევნილები ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან
წყალტუბოში, სანატორიუმში „მეგობრობა“ მცხოვრები დევნილები ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობენ. ადგილობრივების თქმით, შენობაში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობას ქვეწარმავლები ემატებიან. დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
„შარშან მოხუცი დაკბინა პირველ სართულზე გველმა, წელს უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა ქვეწარმავლის გამოჩენის, საპირფარეშოში მოკლეს ერთი, მერე კიბეზე, გარეთ, დღეს კატამ მოიყვანა. სულ ბალახებში ვართ გარშემო. სარდაფიც წყლიანი და ნესტიანია და იქ რა ხდება, ვინ იცის. გარდა გველებისა რწყილებმა და ჭიანჭველებმა დაკბინეს ბავშვები, ყოველდღიურ საფრთხეში ვართ. სამინისტროს არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ რეაგირება არ აქვთ. დევნილების შტაბში ვიყავით პირადად და გვითხრა გია სანთელაძემ, ამ წუთას ვწერ განცხადებას შეწამვლაზეო, მაგრამ გავიდა 2 კვირა“, –აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილობრივები ტერიტორიის შეწამვლას და ადგილზე ბალახის გათიბვას მოითხოვენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი