|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოშო კომენდანტის საათის დროს სასტუმრო დაარბიეს

წყალტუბოშო სასტუმრო "არგო" დაარბიეს. შემთხვევა წუხელ კომენდანტის საათის დროს მოხდა.

სასტუმროს მფლობელების თქმით, ნაცემია მისი შვილიშვილი, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი გოგო და ბიჭი გაუსწორდნენ. ისინი შენობაში შეიჭრნენ და ქვებით შუშები ჩაამტვრიეს. დაზიანებულია ავეჯი და ინფრასტრუქტურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძოება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

დაკავებულია სამი ადამიანი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა