ხანგრძლივი პატიმრობა - ჭიათურის პროტესტის მონაწილეების განაჩენი გამოცხადდა
გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წლით და 3 თვით, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვით პატიმრობა მიესაჯათ მიესაჯათ. ასეთია ჭიათურის პროტესტის მონაწილეების საქმეზე განაჩენი, რომელიც დღეს გამოცხადდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მაზანაშვილმა ოთხივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. - გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, ხოლო არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში.
განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოყვა, რომელიც გარეთაც გაგრძელდა.
საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს მაღაროს დირექტორთან მომხდარ დაპირისპირებას, რასაც დაკავებულები პროვოკაციად აცხადებენ, რაც ჭიათურელების დაშინებასა და საპროტესტო მოძრაობის ჩახშობას ემსახურებოდა.
დაცვის მხარის თქმით, ბრალდებას მიუკერძოებელი მოწმეები, რომლებიც ინციდენტს უშუალოდ შეესწრნენ, არ ჰყავდა.
ჭიათურელების თქმით, ამ ადამიანებს რეჟიმი ღირსეული შრომის უფლებისათვის ბრძოლის გამო სამაგალითოდ სჯიან.
ფოტო: „მაუწყებელი“
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



15:46
10:15
11:28
















