|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში, საკარაულას ხეობაში ერთი მწყემსის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში ერთი პირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა. ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა.

მუნიციპალიტეტების მერის, კობა ლურსამანშვილის ინფორმაციით, სამი მწყემსიდან ორის ადგილსამყოფელთან უკვე მივიდნენ მაშველები. მათგან ერთი გამოიყვანეს ხეობიდან, მეორე კი საკუთარი ნებით რჩება ადგილზე, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მესამე მწყემსის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. სპეციალური დრონებით ხდება ადგილის დადგენა. სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო. მათი საკრაულას ხეობაში ნახირი ყავდათ გაყვანილი და უხვი ნალექის გამო მათთან კომუნიკაცია ვერ ხდებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 16 ხმა