ხარაგაულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა
ხარაგაულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. ასევე, საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
შენობა 145კმ.მ ფართობს მოიცავს, მასში პერსონალისთვის მოსასვენებელი და სამუშაო ოთახებია გამოყოფილი. აქვეა გათვალისწინებული მედიკამენტების შესანახი სივრცე. ახალგარემონტებულ შენობაში გადასვლამდე, წლების განმავლობაში, ცენტრის თანამშრომლები კეთილმოუწყობელ ნაგებობაში იყვნენ განთავსებულნი, სადაც სათანადო პირობები არ იყო შექმნილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობების გადაცემის პროცესი გრძელდება.
მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ადმინისტრაციული შენობის გახსნის ცერემონიალში მიიიღეს მონაწილეობა, ხარაგაულში ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი მოინახულეს.
მრავალპროფილიანი, 15 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება მუნიციპალიტეტში 2016 წლის ზაფხულში ამოქმედდება. ხარაგაულში საავადმყოფო ამ დრომდე ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული, სადაც სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 600 000 ლარით დაფინანსდა.
ავტორი: