ხარაგაულში თოვლში დარჩენილი მწყემსი იპოვეს
ხარაგაულში უხვი ნალექის გამო, ხეობაში დარჩენილი მესამე პირიც იპოვეს. ოლეგ კოჩაძეს, რომელსაც საკრაულას ხეობაში ნახირი ყავდა, რამდენიმე დღე ვერ უკავშირდებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დრონებით ხდებოდა ხეობის დათვალიერება. სწორედ, მათ მიერ მოხდა პირის ადგილსამყოფელის დადგენა.
კადრებში ჩანს, რომ მწყემსი ტერიტორიაზე უვნებლად გადაადგილდება. ამ დროისთვის ჯგუფი აღნიშნული ტერიტორიისკენ მიემართება, საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყვანა მოხდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში, სამ პირთან დაკავშირება რამდენიმე დღე ვერ ხდებოდა. ორი პირის ადგილსამყოფელზე მაშველები რამდენიმე დღის წინ მივიდნენ, მესამეს კი ამ დრომდე ეძებდნენ.
სამუშაოებში ადგილობრივებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დრონებით და სპეცტექნიკით ჩაერთნენ.
ავტორი: