ხონში მცხოვრები ეკომიგრანტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოიეში ხონში მცხოვრები ეკომიგრანტების ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
წარმოდგენილი იყო 26 ნამუშევარი, რომელიც 11-მა ეკომიგრატმა ერთი თვის მანძილზე შეასრულა.
პროექტს რეგიონალური ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი" კავკასიური სახლის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
"ეს პროექტი ეკომიგრანტი ქალბატონების ხელთნაკეთი ნივთების, ნაქარგების პოპულარიზაციას ემსახუება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია მათი გაძლიერება და მხარდაჭერა სწორედ ამ მიმართულებით, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება",- აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ.
ნამუშევრების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა პროექტში ჩართულ ეკომიგრანტებს სრულად გადაეცა, რათა ამ მიმართულებით საქმიანობა მომავალშიც გააგრძელონ.
ავტორი: