|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვალიდან საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან ამინდი უარესდება.  საქართველოში გავრცელებას  იწყებს ხმელთაშუაზღვის ციკლონთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა 19 იანვარს იქნება +9, +14 გრადუსის ფარგლებში, ხოლო 20 იანვარს დაიკლებს +3, +8 გრადუსამდე.

21 იანვარს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

22-24 იანვარს კვლავ მოსალოდნელია შედარებით ცივი, ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა