|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ მამის საქმე ღირსეულად გავაგრძელო"

თბილისის, მოსკოვისა და ლონდონის სასამართლოებმა კახა ბენდუქიძის შვილი, ანასტასია გონჩაროვა ოფიციალურად მის მემკვიდრედ სცნეს. სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებს შორის დნმ-ის ანალიზიც იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანასტასია გონჩაროვა ბენდუქიძის ქონების ნახევრის მფლობელი გახდება. როგორც მან კახა ბენდუძის უნივერსიტეტის კამპუსში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი მამის საქმიანობის გაგრძელებას და თბილისში ცხოვრებას გეგმავს.

„გასულ კვირას იყო ბოლო სასამართლო მოსმენა და მე მოვიგე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა. ახლა უკევ შემიძლია თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდე და აქტიურ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩავერთო. დნმ-ის ტესტის პასუხის თანახმად, ჩემი და კახა გენების თანხვედრა 99%-ია. ვისაც აქამდე ამ მონაცემებში ეჭვი ეპარებოდა, შეუძლია ამ მონაცემებს გაეცნოს. მამაჩემის უნივერსიტეტები მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო. მან ამაში ჩადო არა მხოლოდ ფული, არამედ მთელი მისი ენერგია და მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ მისი დანატოვარი საქმე ღირსეულად გავაგრძელო“,-განაცხადა ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ.   

ავტორი: ნიუპრესი